დეპუტატი: სოციოლოგიური კვლევის შედეგები შესაძლოა უფრო დრამატულიც ყოფილიყო

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა არსებული ვითარებით უკმაყოფილოა. გამოკითხულთა 53%–ვის ცხოვრების პირობები გაუარესდა. 39% კი თვლის, რომ არაფერი შეცვლილა, ხოლო 7% –ვის ცხოვრების დონე გაუმჯობესდა.

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნამ  აშშ–ის „ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგებზე იმოქმედა, თვლის „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი.

კვლევის თანახმად, რომელიც საქართველოში 8 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა, ქვეყანაში ცხოვრების პირობების გაუარესება დააფიქსირა რესპონდენტთა 43%-მა, ხოლო გაუმჯობესება — 9%-მა. ცხოვრების პირობები არ შეცვლილა საქართველოს მოსახლეობის 47%-თვის, ხოლო 1%-მა არ იცოდა, რა პასუხი გაეცა შეკითხვისთვის. 

„სიმართლე გითხრათ, მე უფრი დრამატულ შედეგს მოველოდი. ლარის დევალვაციამ ჩვენს მოქალაქეებში ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვია. ცხოვრების გაძვირება, რა თქმა უნდა, მოსახლეობაზე აისახებოდა და იგი პოზიტიურ რეაგირებას არ გამოიწვევდა. ანალოგიური დამოიდებულებაა თურქეთსა და აზერბაიჯანში“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა არსებული ვითარებით უკმაყოფილოა. გამოკითხულთა 53%–ვის ცხოვრების პირობები გაუარესდა. 39% კი თვლის, რომ არაფერი შეცვლილა, ხოლო 7% –ვის ცხოვრების დონე გაუმჯობესდა.

თბილისი - Sputnik საქართველო
ოპოზიცია საქართველოში სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებით შეშფოთებულია

სოციოლოგიური კვლევა „საზოგადოებრივი აზრი საქრათველოში“ 8 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე ტარდებოდა. წარმომადგენლობითი შერჩევისა და პირდაპირი გამოკითხვის წესით გამოიკითხა 4 ათას 448 ადამიანი, ცდომილება შეადგენს 3,01%-ს.

NDI-ს კვლევებს საქართველოში საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის შვედური სააგენტო  (SIDA) აფინანსებს, ხოლო გამოკითხვებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი აწარმოებს. გამოკითხვა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა  – CRRC –მა ჩაატარა. 

ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა საქართველოში 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. იმ პერიოდისათვის დოლართან მიმართებით ლარის კურსი 1,7542 GEL/$1 იყო, ხოლო 2015 წლის 12 ოქტომბრისთვის – 2,3980 GEL/$, რაც მეტყველებს იმაზე, რომ აშშ დოლარი ლარის კურსთან მიმართებით 36,7%–ით დაეცა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0