თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის იზოლაცია ხელს შეუშლის სტაბილურობასა და მშვიდობას, რუსეთი ჩართულია მრავალი საერთაშორისო პრობლემის მოგვარებაში, — განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
„რუსეთი ჩვენი უმსხვილესი მეზობელი და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრია. ყოველთვის, როცა სირიაში ქიმიური იარაღის პრობლემის გადაჭრას ვცდილობთ, ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზე (ვმსჯელობთ), როცა სირიაში ომის პოლიტიკური გზით გადაჭრის გზებს ვეძებთ ან სხვა საკითხებს ვაგვარებთ, რუსეთი, ასე თუ ისე, ყოველთვის ჩართულია ამ საკითხებში. ამიტომ რუსეთის იზოლირების იდეა ცუდია ჩვენთვის და ცუდია მსოფლიო სტაბილურობისა და მშვიდობისათვის“, — განაცხადა სტოლტენბერგმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვიტ გამოსვლისას ნორვეგიის ქალაქ სტავანგერში.
გენერალურმა მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ნატო არ აპირებს სირის კონფლიქტში ჩაერიოს როგორც ალიანსი, ვინაიდან ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ამას კოალიციის ფარგლებში აკეთებენ, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს.
„ნატო, როგორც ალიანსი, არ აპირებს სირიის კონფლიქტში ჩარევას. ეს ისაა, რასაც მოკავშირეები კოალიციის ფარგლებში აკეთებენ აშშ-ის ხელმძღვანელობით“, — თქვა სტოლტენბერგმა.