სტოლტენბერგი: ნატოს ოპერაციებში საქართველოს წვლილი დეკემბერში აღინიშნება

© https://www.facebook.com/NATO?fref=tsიენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატოს გენერალურმა მდივანი იენს სტოლტენბერგი კმაყოფილია საქართველოსთან ურთიერთობის განვითარებით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსი განაგრძობს ქვეყნის დახმარების პაკეტის რეალიზებას.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კმაყოფილია იმით, თუ როგორ ვითარდება ალიანსისა და საქართველოს ურთიერთობები და აცხადებს, რომ საქართველოს წვლილს ნატოს ოპერაციებში ალიანსის წევრები დეკემბერში აღიარებენ. 

„ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან სწორ გზაზეა და საქართველოც სწორ გზას ადგას“, — აღნიშნა გენმდივანმა საქართველო-ნატოს კომისიის სხდომაზე. თუმცა, მისი სიტყვებით, „საჭიროა მეტი პროგრესი რეფორმების საკვანძო სფეროებში, განსაკუთრებით კანონის უზენაესობისა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების კუთხით“, და იქვე  დაამატა, რომ „ნატო მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“.  

იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
სტოლტენბერგი: ნატოსთვის საქართველო ძალზე ფასეული პარტნიორია

„საქართველო რეალურად აღწევს პროგრესს, ახდენს საკუთარი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას, ატარებს სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმას, ქმნის დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას და ასევე გარდაქმნის მთელ საზოგადოებას, სამართლის უზენაესობის ჩათვლით“, — განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს. მან ასევე აღნიშნა ქვეყნის წვლილი ნატოს ოპერაციებში, განსაკუთრებით ავღანეთში. 

„დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრები მოძებნიან ამის აღიარების საშუალებას საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დეკემბერში  და ასევე ვარშავის სამიტზე ივლისში. ჩვენ ვაფასებთ პროგრესს, რომელსაც ვხედავთ. საქართველომაც და ნატომაც სამუშაო უნდა დაასრულონ“, — აღნიშნა სტოლტენბერგმა. 

მისი თქმით, ნატო განაგრძობს საქართველოს დახმარების პაკეტის რეალიზებას, ხოლო ქვეყანა — „ამბიციური რეფორმების გზას“. 

 


ყველა ახალი ამბავი
0