ატშანის გათავისუფლება სირიაში: მოზეიმე ჯარისკაცებმა ბოევიკების დროშა დაწვეს

გამოწერა
სირიაში ქალაქ ატშანის გათავისუფლებისათვის რუსული ავიაციისა და სირიის არმიის შეტევების შედეგად ტერორისტული ორგანიზაცია "ფრონტ ან–ნუსრას" ათობით ბოევიკი დაიღუპა. იხილეთ ოპერაციის ამსახველი კადრები.

სირიაში ქალაქ ატშანის გათავისუფლებისათვის რუსული ავიაციისა და სირიის არმიის შეტევების შედეგად ტერორისტული ორგანიზაცია "ფრონტ ან–ნუსრას" ათობით ბოევიკი დაიღუპა. იხილეთ ოპერაციის ამსახველი კადრები.

"ფრონტ ან–ნუსრას" ("ალ–ქაიდას" სირიული მხარე) ათობით ბოევიკი დაიღუპა და ტყვედ ჩავარდა რუსული ავიაციისა და სირიული არმიის შეტევისას ქალაქ ატშანის გასატავისუფლებლად, ჟურნალისტებს შეატყობინა ოპერაციის ხელმძღვანელმა პოლკოვნიმა იბრაჰიმ ს.–მ.

"რუსული ავიაციის დარტყმების შედეგად წინა დღეს ათობით ტერორისტი დაიღუპა, დანარჩენებმა აგქცევა ამჯობინეს. 

პუტინმა მწუხარება გამოთქვა, რომ აშშ–ში რუსეთთან თანამშრომლობა არ სურთ - Sputnik საქართველო
პუტინმა მწუხარება გამოთქვა, რომ აშშ–ში რუსეთთან თანამშრომლობა არ სურთ

თუმცა, ყველამ ვერ შეძლო გაქცევა, შეტევისას ჩვენ ტყვედ ავიყვანეთ "ან–ნუსრის" ათობით ბოევიკი, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ატერორებდნენ რაიონს და მშვიდობიან მოსახლეებს ხოცავდნენ", – გაანცხადა პოკოვნიკმა იბრაჰიმ ს.

ქალაქი ატშანი და ოთხი მეზობელი სოფელი ტერორისტებსგან შაბათ–კვირას გათავისუფლდა. მანამდ ტერორისტების პოზიციებზე შეტევა ჰაერიდან განახორციელა რუსულმა ავიაციამ.

ქალაქი ატშანი ხამას ჩრდილო–აღმოსავლეთით, პროვინციის დედაქალაქიდან, რომელსაც ასევე ხამა ჰქვია, 40 კილომეტრის დაშორებთ მდებარეობს. ატშანთან ახლოს იწყება სირიული პროვინცია იდლიბი, რომელიც ახლა თითქმის სრულიად ბოევიკების კონტროლს ექვემდებარება. სირიის არმია იდლიბზე თავდასხმას იწყებს.

სირიის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურმა გენერალმა ალი აბდულა აიუბმა 8 ოქტომბერს სირიული არმიის ფართომასშტაბიანი შეტევის შესახებ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, რუსული ავიაციის დარტყმებმა შეასუსტა "ისის–ის" და სხვა ტერორისტული ფორმირებების საბრძოლო შესაძლებლობები, რამაც სირიელებს შეტევაზე გადასვლის საშუალება მისცა.

ყველა ახალი ამბავი
0