პუტინმა მწუხარება გამოთქვა, რომ აშშ–ში რუსეთთან თანამშრომლობა არ სურთ

გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეარხ "რასიასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ვერ ხვდება აშშ–ის მიერ რუსეთის მხარისათვის სირიაში ტერორისტული ორგანიზაციის, "ისლამური სახელმწიფოს" მიზნების შესახებ მონაცემების მიწოდებაზე უარის მიზეზებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეარხ "რასიასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ვერ ხვდება აშშ–ის მიერ რუსეთის მხარისათვის სირიაში ტერორისტული ორგანიზაციის, "ისლამური სახელმწიფოს" მიზნების შესახებ მონაცემების მიწოდებაზე უარის მიზეზებს.

ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რაომ არ სურს აშშ–ს რუსეთისათვის სირიაში "ისის–ის" მიზნების შესახებ ინფორმაციის მწოდება.

"ჩვენ მათ ვუთხარით… მოგვეცით მიზანი. ჩვენ მას დავამუშავებთ. პასუხად უარი მივიღეთ, გვითხრეს, რომ არა, ასეთ დონეზე ჩვენ არ ვიმუშავებთ. გაუგებარია რატომ, თუ მათ მართლაც იციან და სურთ ტერორიზმთან ბრძოლა", – განაცხადა პუტინმა ტელეარხ "რასია 1" ეთერში ვლადიმერ სოლოვიევთან ინტერვიუში.

პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა, რომ რუსეთი და აშშ ჯერ ვერ მივიდნენ საერთო მუშაობის ასეთ დონემდე. 

ეს ის არის, რაც ჩვენ გვსურს: ლათაკიის მაცხოვრებელი ისის–ის საწინააღმდეგო ოპერაციაზე - Sputnik საქართველო
ეს ის არის, რაც ჩვენ გვსურს: ლათაკიის მაცხოვრებელი "ისის–ის" საწინააღმდეგო ოპერაციაზე

ინტერვიუში პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა წინასწარ გაავრცელა ინფორმაცია სირიაში დაგეგმილი ოპერაციის შესახებ, რითაც უნდა ეჩვენებინა, რომ მოსკოვი მზადაა საერთო სამუშაოებისათვის.

რუსეთმა 30 სექტემბრიდან, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის თხოვნით, „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე წერტილოვანი ავიადარტყმები დაიწყო. მიზანი ირჩევა რუსეთის, სირიის, ერაყისა და ირანის საჰაერო და სხვა სახის დაზვერვის მონაცემების საფუძველზე. სირიის ელჩმა რუსეთში რიად ჰადადმა მანამდე დაადასტურა, რომ დარტყმები ხორციელდება ტერორისტულ შეიარაღებულ დაჯგუფებებზე და არა ოპოზიციაზე ან მოსახლეობაზე. გარდა ამისა, მისი თქმით, რუსული ავიაშეტევების შედეგად "ისლამური სახელმწიფოს" ინფრასტრუქტურის 40% უკვე განადგურებულია.

ყველა ახალი ამბავი
0