ქალაქ ლათაკიას მაცხოვრებლები, რომლის მახლობლადაც რუსული სამხედრო ბაზაა განტავსებული, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მიერ სირიაში ჩატარებული ოპერაციის შესახებ აზრს გამოთქვამენ. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ შეაფასეს ტერორისტული დაჯგუფების, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის მონაწილეობა.
კორესპონდენტის მიერ გამოკითხული მოსახლეობა გამხნევებულია რუსი სამხედროების ქმედებებით. ერთ–ერთი მამაკაცის თქმით, "ისის–ის" წინააღმდეგ ოპერაცია აუცილებელია. მან აღნიშნა, რომ მისი დაყწების შემდეგ ქალაქში ჩვეული ცხოვრება დაბრუნდა.
"ჩვენ ძალიან სუსტები ვართ, მაგრამ ახლა ჩვენ დავმშვიდდით, სამუშაოები გამოჩნდა. ჩვენ დავუბრუნდით ჩვეულ ცხოვრებას და კმაყოფილები ვართ", – განაცხადა მამაკაცმა.
სხვა გამოკითხულმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა,
რომ რუსეთის ლიდერი "მიზანში ას პროცენტიანი სიზუსტით უტევს".
რუსეთმა 30 სექტემბრიდან, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის თხოვნით, „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე წერტილოვანი ავიადარტყმები დაიწყო. მიზანი ირჩევა რუსეთის, სირიის, ერაყისა და ირანის საჰაერო და სხვა სახის დაზვერვის მონაცემების საფუძველზე. სირიის ელჩმა რუსეთში რიად ჰადადმა მანამდე დაადასტურა, რომ დარტყმები ხორციელდება ტერორისტულ შეიარაღებულ დაჯგუფებებზე და არა ოპოზიციაზე ან მოსახლეობაზე. გარდა ამისა, მისი თქმით, რუსული ავიაშეტევების შედეგად "ისლამური სახელმწიფოს" ინფრასტრუქტურის 40% უკვე განადგურებულია.