სირიის გენშტაბის მეთაურმა ალი აბდულაჰ აიუბმა დამასკში გამართულ პრეს–კონფერენციაზე სირიაში ტერორისტული დაჯგუფებების პოზიციებზე დასახლებული პუნქტებისა და რაიონების გათავისუფლების მიზნით დაგეგმილი ფართომასშტაბიანი შეტევის შესახებ გააკეთა განცხადება.
სირიის შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში ტერორისტული დაჯგუფებების პოზიციებზე დასახლებული პუნქტებისა და რაიონების გათავისუფლების მიზნით ფართომასშტაბიანი შეტევები დაიწყეს, ამის შესახებ ხუთშაბათს დამასკში განაცხადა სირიის გენშტაბის მეთაურმა ალი აბდულაჰ აიუბმა. მან დაამატა, რომ რუსული საჰაერო კოსმოსური ძალების შეტევებმა "ისლამური სახელმწიფოს" საბრძოლო შესაძლებლობები ჩაშალა.
"რუსული დარტყმების შემდეგ ჰაერიდან განადგურდა "ისის–ის" ბაზები და დასუსტდნენ სხვა ტერორისტული ორგანიზაციები. სირიის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო შესაძლებლობებით ისარგებლეს და სახმელეთო ქვედანაყოფის მობილიზება დაიწყეს, რომლის უმთავრესი ნაწილი მეოთხე შემტევი კორპუსია', – ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა გენშტაბის ხელმძღვანელმა.
30 სექტემბრიდან რუსეთმა პრეზიდენტ ბაშარ ასადის მოთხოვნით სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" ობიექტებზე საჰაერო წერტილოვანი დარტყმების განხორციელება დაიწყო, სადაც იყენებდნენ თავდამსხმელ თვითმფრინავს სუ–25, საფრონტო დამბომბველებს სუ–24მ, სუ–34, ხოლო მათ ჰაერიდანვე აზღვევდნენ გამანადგურებლები სუ–30მ.
ბოლო მონაცემებით, რუსეთის საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა ოპერაციის დაწყებიდან ტერორისტებზე 112 შეტევა განახორციელა, მათ შორის მართვის პუქნტებზე, მოსამზადებელ ბანაკებზე და საბრძოლო ამუნიციის საწყობებზე. გარდა ამისა, კასპიის ზღვის ფლოტმა მათი მიმართულებით 26 რაკეტა გაუშვა. მიზანში მორტყმის სიზუსტე 5 მეტრს არ აღემატება.