NDI: თბილისის მოსახლეობის უმეტესობისთვის ცხოვრების პირობები გაუარესდა

© photo: Sputnikშეჭირვებული ოჯახი
შეჭირვებული ოჯახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთლიანად ქვეყანაში ცხოვრების პირობების გაუარესება დააფიქსირა რესპონდენტთა 43%-მა, ხოლო გაუმჯობესება — 9%-მა. ცხოვრების პირობები არ შეცვლილა საქართველოს მოსახლეობის 47%-თვის, ხოლო 1%-მა არ იცოდა, რა პასუხი გაეცა შეკითხვისთვის.

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისელების უმრავლესობას ცხოვრების პირობები გაუუარესდა. ამას ადასტურებს აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვა. 

კვლევის ფარგლებში გამოკითხულებს უნდა დაესრულებინათ ფრაზა „ყველაფრის გათვალისწინებით, 2014 წლის ივნისის შემდეგ თქვენს ქალაქში/სოფელში ცხოვრების პირობები…“, რაზეც თბილისელთა 53%-მა უპასუხა, რომ „გაუარესდა“, 39%-მა — რომ „არაფერი შეცვლილა“, ხოლო 7%-მა — რომ „გაუმჯობესდა“. 

მთლიანად ქვეყანაში ცხოვრების პირობების გაუარესება დააფიქსირა რესპონდენტთა 43%-მა, ხოლო გაუმჯობესება — 9%-მა. ცხოვრების პირობები არ შეცვლილა საქართველოს მოსახლეობის 47%-თვის, ხოლო 1%-მა არ იცოდა, რა პასუხი გაეცა შეკითხვისთვის. 

ნაცმოძრაობის მიტინგი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოსახლეობამ არ იცის თუ ვის დაუჭერს მხარს 2016 წლის არჩევნებში

სოციოლოგიური კვლევა „საზოგადოებრივი აზრი საქრათველოში“ 8 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე ტარდებოდა. წარმომადგენლობითი შერჩევისა და პირდაპირი გამოკითხვის წესით გამოიკითხა 4 ათას 448 ადამიანი, ცდომილება შეადგენს 3,01%-ს.

NDI-ს კვლევებს საქართველოში საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის შვედური სააგენტო  (SIDA) აფინანსებს, ხოლო გამოკითხვებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი აწარმოებს. 

 


ყველა ახალი ამბავი
0