თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ბელორუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მეთაურმა ლიდია ერმოშინმა განაცხადა, რომ დახურულ საარჩევნო უბნებზე, ამომრჩეველთა 89%-მა ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს მისცა ხმა, იტყობინება Sputnik ბელორუსი.
ამომრჩეველთა უბნებზე გამოცხადების 50% ბარიერი, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ არჩევნები შემდგარად ჩაითვალოს, უკვე შუა დღისათვის გადალახული იყო.
„ჩვენ არ ვიცით 20:00 საათისათვის ამომრჩეველთა რა რაოდენობა მივიდა საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ უკვე ვფლობთ ინფორმაციას როგორ მისცეს ხმა დახურულ საარჩევნო უბნებზე. ასეთ უბნებზე სიაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ზე ნაკლებია, მაგრამ ისინი საზოგადოების საერთო სურათს იძლევიან და ჩვენი მონაცემებით, 89%-მა ლუკაშენკოს მისცა ხმა“, — განაცხადა ერმოშინამ.
„ჩვენ ღამის 1 საათამდე მივაწვდით ინფორმაციას ქვეყანას შედეგებზე, ხოლო ამომრჩეველი, რომელიც ამ დროისათვის დაძინებული იქნება ყველაფერს დილას გაიგებს“, —განაცხადა ცსკ-ს ხელმძღვანელმა.