თბილისის, 11 ოქტომბერი — Sputnik. ბელორუსში საარჩევნო უბნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობამ 50%-ს გადააჭარბა, არჩევნები შედგა იტყობინება Sputnik ბელორუსი.
„უკვე ხმა მისცა საარჩევნო სიაში მყოფ ამომრჩეველთა 51,20%“, — ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციაში.
საარჩევნო ბატალიებში მონაწილე ყველა კანდიდატმა უკვე დააფიქსირა თავისი არჩევანი. ესენი არიან ბელორუსის მოქმედი სახელმწიფოს მეთაური ალექსანდრე ლუკაშენკო, ბელორუსის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი სერგეი გაიდუკევიჩი, ბელორუსის პატრიოტული პარტიის ლიდერი ნიკოლაი ულახოვიჩი და კომპანია „თქვი სიმართლეს“ აქტივისტი ტატიანა კოროტკევიჩი — ბელორუსის ოპოზიციის ერთადერთი წარმომადგენელი და პირველი ქალი კანდიდატი ბელორუსის ისტორიაში.
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია 6 999 მილიონ ამომრჩეველს. სულ ბელორუსში გახსნილია 61 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი, მათ შორის 49 — ქვეყნის გარეთ.
ამომრჩევლებს თავისი ნების დარეგისტრირება 8:00 დან 20:00 საათამდე შეუძლია.