საქართველოში გაზპრომთან მოლაპარაკებებს აკრიტიკებენ

© RIA Novosti . / Тарас Литвиненкоგაზსადენი
გაზსადენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„გაზპრომის“ მმართველობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მილერმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ 25 სექტემბერს გაზის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებისა და მესამე ქვეყნებში ტრანზიტის საკითხებს.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს, თვლის ოპოზიციური პარტიის დეპუტატი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ალექსი პეტრიაშვილი. 

 საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ პარასკევს, 9 ოქტომბერს განაცხადად, რომ საქართველოს მტავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში გამავალ გაზსადენში ტრანზიტის მოცულობის გაზრდის შესახებ, ასევე რუსული გაზის მიწოდებაზე კომერციული ოპერატორებისა და კერძო კომპანიებისათვის. 

ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: მოლაპარაკებები „გაზპრომთან“ ენერგოწყაროების რაოდენობა გაზრდას ემსახურება

 „ეს უდიდესი რისკის მატარებელია. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები იდგმება ენერგოდამოუკიდებლობის დაკარგვის მიმართულებით. უკვე ჩანს რუსეთის მიერ ჩაფიქრებული გეგმა“, — განუცხადა პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს. 

 რუსეთის გაზის კომპანიის კრიტიკით გამოვიდნენ ქართული ტელეკომპანიისა და ჟურნალის — „ტაბულას“ წარმომადგენლები. პროტესტის ნიშნად, 17 ოქტომბერს დაგეგმილია აქცია სლოგანით „გაზპრომი — თავისუფლების გაზის კამერა“. 

 „გაზპრომის“ მმართველობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მილერმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ 25 სექტემბერს გაზის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებისა და მესამე ქვეყნებში ტრანზიტის საკითხებს.


ყველა ახალი ამბავი
0