აბაშიძემ "გზაპრომთან" მოლაპარაკებებზე კომენტარი გააკეთა

© photo: Sputnik / Michael Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიგაზპრომის შენობა
გაზპრომის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„გაზპრომის“ მმართველობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მილერმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ 25 სექტემბერს გაზის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებისა და მესამე ქვეყნებში ტრანზიტის საკითხებს.

თბილისი, 9 ოატომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ვერაფერს ცუდს ვერ ხედავს იმაში, რომ რუსეთიდან მომავალ გაზსადენში ტრანზიტის მოცულობა გაიზარდოს, იტყობინება ქართული მედია. 

 საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს მართავს „გაზპრომთან“  რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში მიმავალ გაზსადენზე ტრანზიტის გაზრდაზე. ასევე რუსული გაზის კომერციული ოპერატორებისა და კერძო კომპანიებისათვის მიწოდების შესაძლებლობაზე. 

 „ჩვენ რუსეთიდან გაზს მრავალი წელია ვიღებთ. ეს იმ ტრანზიტის ნაწილია, რომელსაც რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ვატარებთ. თუკი ტრანზიტის მოცულობა გაიზრდება და ჩვენ უფრო მეტი რაოდენობის გაზს მივიღებთ, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ამ კუთხით აზერბაიჯანი არის და დარჩება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად“, — განაცხადა აბაშიძემ. 

კომპანია გაზპრომის ოფისი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: „გაზპრომთან“ თანამშრომლობა საქართველოს საფრთხეს არ უქმნის

 ეს კომერციული საკითხებია, რომელსაც ენერგეტიკის სამინისტრო და ეკონომიკური გუნდი განიხილავს, აღნიშნა მან. 

 „გაზპრომის“ მმართველობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მილერმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ 25 სექტემბერს გაზის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებისა და მესამე ქვეყნებში ტრანზიტის საკითხებს.


ყველა ახალი ამბავი
0