ექსპერტი: „გაზპრომთან“ თანამშრომლობა საქართველოს საფრთხეს არ უქმნის

© photo: Sputnik / Michael Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიკომპანია გაზპრომის ოფისი
კომპანია გაზპრომის ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„გაზპრომთან“ თანამშრომლობა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას საფრთხეს არ უქმნის, რადგანაც ქვეყანას ბუნებრივი აირის მიღების ალტერნატიული წყარო გააჩნია, განაცხადა ხუხაშვილმა.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. „გაზპრომთან“ თანამშრომლობა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას საფრთხეს არ უქმნის, განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.

 საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში „გაზპრომის“ პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრისას კახა კალაძემ და ალექსეი მილერმა რუსული ბუნებრივი აირის საქართველოში მიწოდების, ასევე მესამე ქვეყნებში ტრანზიტის საკითხებზე იმსჯელეს.

გაზპრომი - Sputnik საქართველო
კალაძე ბრიუსელში „გაზპრომის“ პრეზიდენტს შეხვდა

 „გაზპრომთან“ თანამშრომლობა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას საფრთხეს არ უქმნის, რადგანაც ქვეყანას ბუნებრივი აირის მიღების ალტერნატიული წყარო გააჩნია“, — განაცხადა სააგენტო „სპუტნიკ საქართველოსთან“ ინტერვიუში ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.

 ექსპერტი ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს, რამდენადაც საქართველოს „გაზპრომთან“ მიმდინარე თემებზე, თუნდაც ტრანზიტთან დაკავშირებით, ურთიერთობა აქვს.

 „ეს მუდმივი კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, სავალდებულოა. საფრთხეები არ არის, რადგანაც არის ალტერნატივა — გარანტირებული აზერბაიჯანული გაზი“, — აღნიშნა გია ხუხაშვილმა.


ყველა ახალი ამბავი
0