თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. გაზის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და „გაზპრომის“ მმართველი საბჭოს ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა ბრიუსელში შემდგარი შეხვედრისას, ნათქვამია „გაზპრომის“ მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.
„მხარეებმა განიხილეს გაზის სფეროში თანამშრომლობის საკითხები. საუბარი იყო საქართველოში რუსული ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე და ასევე მის ტრანზიტზე მესამე ქვეყნებში“, — იტყობინება რუსული კომპანია.
2014 წელს „გაზპრომმა“ საქართველოს 0,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა.