ევროკავშირის სპეციალისტები საქართველოში მართლმსაჯულების ობიექტურობას შეისწავლიან

© facebook.com/mfageorgiaგიორგი კვირიკაშვილი და იოჰანეს ჰანი
გიორგი კვირიკაშვილი და იოჰანეს ჰანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპულ ინსტიტუტებთან მსგავსი კომუნიკაცია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ძალზე მნიშვნელოვანია, აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. საქართველო მზადაა ითანამშრომლოს ევროკავშირთან და ეროსაბჭოსთან, რათა ქვეყანაში მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხები გასცეს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან (Johannes Hahn) შეხვედრის შემდეგ, აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის განცხადებაში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გასულ კვირაში რეზოლუცია მიიღო, სადაც საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება წინასწარ პატიმრობას თავისი ოპონენტების დევნის მექანიზმის სახით იყენებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიის ყოფილ მაღალჩინოსნებზე. 

გიორგი კვირიკაშვილი და ფედერიკა მოგერინი - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფედერიკა მოგერინის შეხვდა

 „საქართველომ გამოთქვა სრული მზადყოფნა მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით ღია კომუნიკაციაში შევიდეთ ევროკავშირსა და ევროსაბჭოსთან, რათა ბოლომდე ამოვწუროთ თუ რაიმე შეკითხვა არსებობს ჩვენ მიმართ. ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ საქართველოში ჩამოვიდეს სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეისწავლის აღნიშნულ  საკითხებს“, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ევროპულ ინსტიტუტებთან მსგავსი კომუნიკაცია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ძალზე მნიშვნელოვანია, აღნიშნა მინისტრმა.

კვირიკაშვილი ბრიუსელში თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან ერთად იმყოფება. მისი სამუშაო ვიზიტი პარასკევს, 9 ოქტომბერს სრულდება.

 


ყველა ახალი ამბავი
0