წულუკიანი: საქართველო თანამშრომლობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქმესთან „ვითარება საქართველოში“ დაკავშირებთ, პროკურორი ფატუ ბენსუდა თბილისსაც ეწვევა და მოსკოვსაც, განაცხადა წულუკიანმა.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავარი პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისთან 2008 წლის აგვისტოს ომის საქმის ეთნიკური წმენდის ნაწილში, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. 

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთისგან 2008 წელს სამხრეთ ოსეთში სამხედრო დანაშაულების საგამოძიებო მასალები გამოითხოვა. ამის ინიციატორი პროკურორი ფატუ ბენსუდა გახლდათ. 

საქართველომ ჰააგაში სარჩელი 2008 წელს შეიტანა, რომელშიც რუსეთს შეიარაღებული კონფლიქტისას საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაულების ჩადენაში სდებდა ბრალს. 

„აუცილებლად ვითანამშრომლებთ (საერთაშორისო სასამართლოსთან), მით უმეტეს, რომ აგვისტოს ომის საქმეზე ჩვენი ინტერესია, ეთნიკური წმენდის ნაწილი იქნეს ბოლომდე გამოძიებული, რადგან ჩვენ ყველას გვახსოვს, ქართველთა ეთნიკური წმენდა 2008 წლის აგვისტოში არის მომხდარი“, — განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. 

საქმესთან „ვითარება საქართველოში“ დაკავშირებთ, პროკურორი ფატუ ბენსუდა თბილისსაც ეწვევა და მოსკოვსაც, აღნიშნა წულუკიანმა. 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის კონფლიქტის გამოძიებას მიესალმება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 1998 წელს დაფუძნდა რომის დიპლომატიურ კონფერენციაზე მიღებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც რომის სტატუტის სახელწოდებითაა ცნობილი.  სტატუტი ძალაში 2002 წელს შევიდა. რუსეთმა საერთაშორისო ხელშეკრულებას ხელი მის ძალაში შესვლამე ორი წლით ადრე, 2000 წელს მოაწერა, თუმცა დღემდე არ მოუხდენია რატიფიკაცია. ამგვარად, რუსეთზე, ისევე როგორც აშშ–ზე, ჩინეთზე, უკრაინასა და რიგ სხვა ქვეყნებზე საერთაშორისო მართლმსაჯულების იურისდიქცია არ ვრცელდება. 2014 წლის აპრილში  უკრაინის მთავრობამ უმაღლეს რადას მისცა რეკომენდაცია, დაუყოვნებლივ მოეხდინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საწესდებო დოკუმენტების რატიფიცირება. 


ყველა ახალი ამბავი
0