თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოსა და ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმების (DCFTA) პოტენციალზე ისაუბრეს.
საქართველომ 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა DCFTA. ეს შესაძლებელს ხდის მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარზე — ევროკავშირის ერთიან ბაზარზე გასვლასა და ვაჭრობას, რაც საქართველოს ეკონომიკურ მოგებას მოუტანს.
„ევროკომისართან ვისაუბრეთ თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების სერიოზულ პოტენციალზე, რომელიც საქართველოს აქცევს ევროპის მნიშვნელოვან პარტნიორად აღმოსავლეთ ქვეყნებთან ურთიერთობის კუთხით. ის შესაძლებლობები, რასაც DCFTA უქმნის საქართველოს აღმოსავლეთ ქვეყნებიდან ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, არის ძალზედ მნიშვნელოვანი. ეს ასევე სერიოზული პლატფორმაა ევროპული ქვეყნებისთვის აწარმოონ ურთიერთობა ამ რეგიონთან“, — განაცხადა საქრათველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მომავალში სრულად გამოიყენოს ეს პოტენციალი, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.