თბილისი, 8 ოქტომბერი— Sputnik. ევროკომისი იმედოვნებს, რომ მალე შეძლებს ხმამაღლა გამოაცხადოს იმ პროგრესის შესახებ, რომელიც საქართველოსთან სავიზო მიმოსვლის გაუქმების პროცესში შეინიშნება, თუმცა მანამდე ამ მიმართულებით კიდევ არის საკეთებელი, — განაცხადა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა.
„რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, შემიძლია ვთქვა, რომ საქმე ძალიან კარგად მიდის, მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელსაც საქართველოს მთავრობა დგამს. იმედი მაქვს, ძალიან მალე შევძლებთ რამე გამოვაცხადოთ, თუმცა მანამდე კიდევ გარკვეული სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი“, —უთხრა იოჰანეს ჰანმა ჟურნალისტებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.