თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში 2015 წლის მეორე კვარტალში ვაჭრობის სფეროში საერთო ბრუნვამ 424,1 მლნ ლარი (2,7 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა, რაც პირველი კვარტლის მაჩვენებელზე 15%-ით მეტია, იუწყება „საქსტატი“.
საანგარიშო პერიოდში წარმოებული პროდუქციის საერთო მოცულობამ ფულადი გამოსახულებით 1,94 მლრდ ლარი (808,3 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა, რაც 2015 წლის პირველი კვარტლის მონაცემზე 12,4%-ით მეტია.
2015 წლის მეორე კვარტალში წარმოებული პროდუქციის საერთო მოცულობამ ფულადი გამოსახულებით 1272,1 მლნ ლარი (530 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა, რაც მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემზე 25%-ით მეტია.
2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, სავაჭრო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 138 ათას 953 ადამიანია, მათი ხელფასის საშუალო ოდენობა 768,1 ლარს (320 აშშ დოლარს) შეადგენს. პირველი კვარტლის მონაცემებით, ამ სექტორში დასაქმებულთა რიცხვმა 133 ათას 602 ადამიანი შეადგინა, ხოლო მათი საშუალო ხელფასი 713,8 ლარი (297 აშშ დოლარი) იყო.