თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 2015 წლის მეორე კვარტალში საწარმოების საერთო ბრუნვამ 2,2 მლრდ ლარი (917 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა, რაც პირველი კვარტლის მაჩვენებელზე 8%-ით მეტია, იუწყება „საქსტატი“.
საანგარიშო პერიოდში წარმოებული პროდუქციის საერთო მოცულობამ ფულადი გამოსახულებით 1,94 მლრდ ლარი (808,3 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა, რაც 2015 წლის პირველი კვარტლის მონაცემზე 12,4%-ით მეტია.
2015 წლის მეორე კვარტალში გადამამუშავებელი მრეწველობის საწარმოთა ბრუნვამ 1,6 მლრდ ლარზე (667 მლნ აშშ დოლარი) მეტი შეადგინა, რაც 2015 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლზე 24,1%-ით მეტია, ხოლო წარმოებული პროდუქციის საერთო მუცოლობამ ფულადი გამოსახულებით 1,5 მლრდ ლარზე (625 მლნ აშშ დოლარი) მეტი შეადგინა, რაც 2015 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლზე 15%-ით მეტია.
ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის წარმოება-განაწილების სფეროს საწარმოების ბრუნვამ 2015 წლის მეორე კვარტალში 471,9 მლნ ლარი (197 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა, რაც 28%-ით ნაკლებია 2015 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელზე. ამ საწარმოებმა 295,8 მლნ ლარის (123,3 მლნ აშშ დოლარის) ღირებულების პროდუქცია გამოუშვეს, რაც 2015 წლის პირველი კვარტლის მონაცემზე 3%-ით ნაკლებია.
საქართველოს სამთო-მომპოვებელი მრეწველობის საწარმოების ბრუნვა მოცემულ პერიოდში133,3 მლნ ლარს (55,5 მლნ აშშ დოლარს) შეადგენს, რაც 2015 წლის პირველი კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 35,6%-ით მეტია. ამ საწარმოებმა 114,4 მლნ ლარის (48 მლნ აშშ დოლარი) ღირებულების პროდუქცია გამოუშვეს, რაც 32,4%-ით მეტია, ვიდრე 2015 წლის პირველ კვარტალში.
სამრეწველო საწარმოების სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 2015 წლის მეორე კვარტალში 108 ათას 105 ადამიანია. მათი ხელფასის საშუალო ოდენობა 882,9 ლარს (368 აშშ დოლარს) შეადგენს. 2015 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს სამრეწველო სექტორში დასაქმებულთა რიცხვმა 105 ათას 536 ადამიანი შეადგინა, ხოლო მათი საშუალო ხელფასი 816,8 ლარი (340,3 აშშ დოლარი) იყო.