თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან თავის ისტორიაში პირველად საქართველო დაკვალიფიცირდა მომდევნო მსოფლიო თასზე, განაცხადა საქართვლოს რაგბის ნაკრების კაპიტანმა მამუკა გოროგოძემ, ნამიბიის გუნდთან მოგებული თამაშის კომენტირებისას, იტყობინება პორტალი Rugger.
გუშინ, საქართველოს რაგბის ნაკრებმა ნამიბიის ნაკრებს 17:16 მოუგო (0:6) მსოფლიო თასის თავის ბოლო მატჩში, რომელიც ინგლისის უელსში მიმდინარეობს. მამუკა გორგოძე აღინიშნა მცდელობით, რომელიც მისთვის 2015 წლის მსოფლიო თასის ტურნირზე მეორე იყო.
„ეს არ ყოფილა ჩვენი საუკეთესო თამაში, მაგრამ ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან პირველად ისტორიაში საქართველო დაკვალიფიცირდა მომდევნო მსოფლიო თასზე“, — განაცხადა გორგოძემ.
კაპიტანი ეთანხმება იმას, რომ გუნდმა ბევრი შესაძლებლობები გაუშვა ხელიდან, თუმცა ეს დაკავშირებული იყო მატჩის დიდ მნიშვნელობასთან. „ყველაზე მთავარი — ჩვენი საბოლოო გამარჯვებაა“, აღნიშნა გორგოძემ.
თავის მხრივ ნამიბიის ნაკრების კაპიტანმა აღნიშნა რომ მის ნაკრებს შეეძლო საქართველოსთვის მოეგო.
„ჩვენს დამარცხებაში სამმა ყვითელმა ბარათმა მთავარი როლი შეასრულა. ჩვენ კარგი თამაში ვაჩვენეთ. და თუმცა ყველა გულდაწყვეტილია, მე ვამაყობ გუნდით. ვთვლი რომ ანგარიში თამაშს არ შეესაბამება. ჩვენი თამაშით მოედანზე, გამარჯვებას ვიმსახურებდით, მაგრამ დისციპლინა იყო არასახარბიელო. სწორედ ამიტომ წავაგეთ“, თქვა ბურგერმა.
მანამდე მსოფლიო თასზე, საქართველოს რაგბის ნაკრებმა ტონგასთან 17:10 მოიგო, თუმცა წააგო არგენტინის 9:54 და ახალი ზელანდიის 10:43 ნაკრებებთან.
ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე ორჯერ აღიარეს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ.
საბოლოოდ მესამე ადგილის დაკავებით, საქართველომ დაასრულა ტურნირზე გამოსვლა.