პეტრე მამრაძე: „ხათრით არჩეული მერი ვერ ამართლებს“

© facebook.com/CityHallofTbilisiდავით ნარმანია
დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ივანიშვილმა წარადგინა დავით ნარმანია მერობის კანდიდატად და ხალხმა მისი ხათრით აირჩია. სამწუხაროდ, ასეთი მიდგომა არ ამართლებს “,- განაცხადა პეტრე მამრაძემ.

თბილისი, 8 ოქტომბერი —Sputnik./მამუკა ფიფია/სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ  დედაქალაქის მერის ბიძინა ივანიშვილის ხათრით არჩევა არასწორი იყო.

 „ივანიშვილმა წარადგინა დავით ნარმანია მერობის კანდიდატად და ხალხმა მისი ხათრით აირჩია. სამწუხაროდ, ასეთი მიდგომა არ ამართლებს “,- განაცხადა პეტრე მამრაძემ.

 ასე გამოეხმაურა სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი მერობის ყოფილი კანდიდატის, ირაკლი ღლონტის განცხადებას იმის შესახებ, რომ დროა დედაქალაქის ხელმძღვანელობა ოპოზიციამ გადაიბაროს.

თბილისი - Sputnik საქართველო
„ნაცმოძრაობა“ თბილისის მერის ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს

 „თუ დავით ნარმანიას დაატოვებინებენ დაკავებულ თანამდებობას, ოპოზიციამ უნდა გადაიბაროს ქალაქის ხელმძღვანელობა. აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ერთი საერთო კანდიდატის ირგვლივ პოლიტიკური ძალის აკუმულირებაზე. თბილისს და თბილისელებს სჭირდება მეურვე და „ოცნების“ ზეწოლისგან თავისუფალი მერი! ქალაქს სჭირდება მერი, რომელიც თავისუფალი იქნება ოლიგარქისა და მისი მარიონეტული გუნდის მავნებლური დავალებებისგან, ქალაქს სჭირდება პრინციპული თავკაცი, რომელიც, „სუს"- ის ნაცვლად, საკრებულოსთან ერთად მართავს ქალაქს და იზრუნებს მის განვითარებაზე", — აცხადებს ღლონტი.

 

ყველა ახალი ამბავი
0