„ნაცმოძრაობა“ თბილისის მერის ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს თითოეული თბილისელის წარმოდგენაში თბილისის მერი, საქალაქო სამსახურები და ქალაქის ადმინისტრაცია მხოლოდ გადათხრილ ქუჩებთან, შეჩერებულ პროექტებთან და კორუფციასთან ასოცირდება, აღნიშნა ნიკა მელიამ.

თბილისის, 7 ოქტომბერი – Sputnik. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, თბილისის მერის დავით ნარმანიას გადადგომაც მოითხოვა. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლებმა განაცხადეს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის ისინი ყველა რეალურ ოპოზიციურ ძალასთან კონსულტაციებს გამართავენ და მთელი ქვეყნის მასშტაბით მანიფესტაციებს მოაწყობენ.

„ჩვენ ვითხოვთ  თბილისის მერის ვადამდელი   არჩევნები დაინიშნოს, რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემს აირჩიოს ის მერი, რომელიც   ქალაქს და თბილისელებს მოემსახურება. ამით თავად ნარმანიაც იგრძნობს უდიდეს შვებას და დედაქალაქიც განვითარების გზას დაადგება“, – განაცხადა ოთხშაბათს, 7 ოქტომბერს ბრიფინგზე თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ნიკა მელიამ.

ნაცმოძრაობის მიტინგი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოსახლეობამ არ იცის თუ ვის დაუჭერს მხარს 2016 წლის არჩევნებში

დღეს თითოეული თბილისელის წარმოდგენაში თბილისის მერი, საქალაქო სამსახურები და ქალაქის გამგეობები მხოლოდ გადათხრილ ქუჩებთან, შეჩერებულ პროექტებთან და კორუფციასთან ასოცირდება, აღნიშნა ნიკა მელიამ.

„ვერც ერთმა მოქალაქემ ამ 15 თვის განმავლობაში ვერ  იგრძნო ამ უწყების ფუნქცია. მერიის თანამშრომლები თავქუდმოგლეჯილები გარბიან ან იძულებით ატოვებინებენ თანამდებობს. და ეს ის პირები არიან,  რომლებმაც უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, 9 მილიონი ლარი არაფრის კეთებაში, პრემიის სახით მიიღეს, ათეულობით მილიონი კი საკუთარი ნათესავებისა და მეგობრების კომპანიებს ჩაურიცხეს“, – განაცხადა მელიამ.

დავით ნარმანია, რომელიც მანამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო, თბილისის მერის თანამდებობას 2014 წლის აგვისტოდან იკავებს. თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ნარმანიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნიკა მელიას მოუგო.

 


ყველა ახალი ამბავი
0