„ქართული ოცნების“ დეპუტატები სოცილური სოლიდარობისკენ მოუწოდებენ

© Tbilisi City Assembly„ქართული ოცნების“ დეპუტატები სოცილური სოლიდარობისკენ მოუწოდებენ
„ქართული ოცნების“ დეპუტატები სოცილური სოლიდარობისკენ მოუწოდებენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის თითოეული ოჯახი 2012 წლიდან იღებს სპეციალურ ვაუჩერს 100 ლარის ოდენობით, რომელიც ხუთ თვეზე ნაწილდება. ამით თბილისის მერია დედაქალაქის მოსახლეობას ზამთარში კომუნალური გადასახადების გადახდაში ეხმარება.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა „ქართული ოცნებიდან“ უარი თქვეს კომუნალური მომსახურების ვაუჩერების  აღებაზე და სხვებსაც მოუწოდეს, მიბაძონ მათ მაგალითს სოციალურად დაუცველი ოჯახების სასარგებლოდ, — იუწყება საკრებულოს პრესსამსახური

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ შარშანდელის მსგავსად, კომუნალური გადასახადების ვაუჩერებს წელსაც თბილისის ყველა ოჯახი მიიღებს. ვაუჩერების გაცემის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სექტემბრის დასაწყისში კომპანია „თელასის“ აბონენტებს ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფი თითქმის მესამედით გაეზარდათ. 

„მივმართავთ თბილისის მთავრობას, ტექნიკურად უზრუნველყოს ვაუჩერზე სხვა ოჯახის სასარგებლოდ უარის თქმის შესაძლებლობაც, რადგან ვფიქრობ, თბილისში მცხოვრები არაერთი ოჯახი მოგვბაძავს. თითოეული მათგანის მხრიდან ეს იქნება სოლიდარობის გამოხატვა საზოგადოების სოციალურად შეჭირვებული ადამიანების მიმართ“, — განაცხადა საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელმა ჯაბა სამუშიამ ბრიფინგზე, და იქვე დაამატა, რომ ამით ქალაქში სოციალური სოლიდარობის ახალი ფორმის დანერგვა სურთ. 

თბილისი ყველა ოჯახი 2012 წლიდან იღებს სპეციალურ ვაუჩერს 100 ლარის ოდენობით, რომელიც ხუთ თვეზე ნაწილდება. ამით ქალაქის მერია თბილისელებს ზამთარში კომუნალური გადასახადების გადახდაში ეხმარება. თბილისის მერია თანხას უშუალოდ კომუნალური მომსახურების მიმწოდებლებს ურიცხავს. სუბსიდირების სხვა პირისთვის გადაცემა შეუძლებელია. 

სოციალურად დაუცველი იმ თბილისელების ხარჯების ნაწილს,  რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათასზე ნაკლებია, თბილისის მერია 

ენერგონათურა - Sputnik საქართველო
თბილისელები კომუნალურ მომსახურებაზე ვაუჩერებს მიიღებენ

ოქტომბრიდან საკუთარ თავზე აიღებს. მოსახლეობის ეს კატეგორია ელექტროენერგიაზე ისევ ძველ ტარიფს გადაიხდის, ხოლო ნამატს ქალაქის მერია დაფარავს. 

ამას გარდა, 2015 წლის იანვრიდან უქონელთა ამ კატეგორიას კომუნალური ვაუჩერებით გაცემული თანხის რაოდენობა გაუორმაგდათ და 500 ლარი შეადგინა. 

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის ივნისისთვის საქართველოში მთლიანად დარეგისტრირებული იყო 126 ათას 511 სოციალურად დაუცველი ოჯახი (საერთო რაოდენობის 11,9%). აქედან თბილისში ცხოვრობს 23 ათას 332 ათასი სოციალურად დაუცველი ოჯახი (საერთო რაოდენობის 8,6%). 


ყველა ახალი ამბავი
0