თბილისელები კომუნალურ მომსახურებაზე ვაუჩერებს მიიღებენ

© photo: Sputnik / Vitaly Ankov / გადასვლა მედიაბანკშიენერგონათურა
ენერგონათურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2012 წლიდან ყოველი თბილისური ოჯახი 100 ლარის ოდენობის (დაახლოებით 41,8 აშშ დოლარი) სპეციალურ ვაუჩერს იღებს, რომელიც ხუთ თვეზე ნაწილდება. ამით თბილისის მერია დედაქალაქის მოსახლეობას ზამთარში კომუნალური გადასახადების გადახდაში ეხმარება.

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის მოსახლეობა, როგორც გასულ წელს, ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით პერიოდში, კომუნალურ მომსახურებაზე ვაუჩერებს მიიღებს, განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ოთხშაბათს, 7 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე. 

ვაუჩერების გაცემის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სექტემბრის დასაწყისში „თელასის“ აბონენტებს სამომხმარებლო ტარიფი 1კვტ/სთ ელექტროენერგიაზე საშუალოდ 3,3 თეთრით გაეზარდათ. 

თბილისი - Sputnik საქართველო
„ნაცმოძრაობა“ თბილისის მერის ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს

 „ისინი, ჩვეულებრივ, თვეში 20 ლარის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ, რისი უფლებაც მათ თბილისის მთავრობის მიერ დადგენილი წესის საფუძველზე მიიღეს“, – განაცხადა ნარმანიამ.

2012 წლიდან თბილისის ყველა ოჯახი 100 ლარის ოდენობის (დაახლოებით 41,8 აშშ დოლარი) სპეციალურ ვაუჩერს იღებს, რომელიც ხუთ თვეზე ნაწილდება. ამით თბილისის მერია დედაქალაქის მოსახლეობას ზამთარში კომუნალური გადასახადების გადახდაში ეხმარება.

სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, ვისი სარეიტინგო ქულაც 70 ათასს არ აღემატება, მერია ოქტომბრიდან გადასახადის ნაწილს თავად დაფარავს. მოქალაქეთა ეს კატეგორია მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს, ფაქტობრივად, უწინდელი ტარიფით გადაიხდის, ხოლო დანარჩენ თანხას ქალაქის მერია დაფარავს.

გარდა ამისა, 2015 წლის იანვრიდან დაუცველთა ამ კატეგორიას კომუნალური ვაუჩერის (ელექტროენერგია, დასუფთავება, წყალი) ოდენობა გაუორმაგეს და ის ახლა 500 ლარია (დაახლოებით 209 აშშ დოლარი).

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის ივნისში საქართველოში დარეგისტრირებულია 126 ათას 511 სოციალურად დაუცველი ოჯახი (საერთო რაოდენობის 11,9%), ანუ 377 ათას 971 ადამიანი (საერთო რაოდენობის 10,1%).

23 ათას 332 სოციალურად დაუცველი ოჯახი (საერთო რაოდენობის 8,6%), ანუ 67 ათას 435 ადამიანი (საერთო რაოდენობის 6%) თბილისში ცხოვრობს. ამ სტატუსს ის მოქალაქეები იღებენ, ვინც კეთილდღეობის კრიტერიუმების შეფასების შედეგებით ქულათა აუცილებელ რაოდენობას აგროვებენ.

საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფი კომპანია „ენერგო–პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვის 3,95 თეთრით გაიზარდა. გადაწყვეტილება ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ 23 ივლისს მიიღო.


ყველა ახალი ამბავი
0