რუსეთი: საქართველოსა და ნატოს კავშირების გაღრმავება ნაკისრ ვალდებულებებს არ პასუხობს

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის შემდეგ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აფხაზეთის, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციები საქართველო–ნატოს სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებით შეშფოთებულნი არიან.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო–ნატოს თანამშრომლობის გაღრმავება არ შეესატყვისება 2008 წელს მიღებულ სამხედრო თავშეკავებასთან დაკავშირებულ თბილისის ვალდებულებებს, აღნიშნულია ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის შედეგებთან დაკავშირებულ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

„აფხაზეთის, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა საქართველო–ნატოს სამხედრო თანამშრომლობის გაღმავებასთან დაკავშირებით კვლავ მზარდი შეშფოთება გამოხატეს. კერძოდ, აღინიშნა, რომ რეგიონში უსაფრთხოების სფეროში არსებულ ვითარებაზე მადესტაბილიზებელ ზემოქმედებას ახდენს ნატოსა და საქართველოს ე. წ. „გაღრმავებული თანამშრომლობის პაკეტის“ პრაქტიკული რეალიზაციის დაწყება, აგვისტოს ბოლოს ალიანსის სასწავლო–შეფასებითი ცენტრის გახსნა, აშშ–ის საქართველოს ტერიტორიაზე ერთობლივი სამხედრო წვრთნების მასშტაბების გაფართოებასთან დაკავშირებული გეგმები — მათ შორის, ევროპიდან ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის დაჩქარებული წესით გადაყვანის ელემენტების დამუშავება. 

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჟენევის დისკუსიები კონსტრუქციულ ვითარებაში გაიმართა

ეს არ შეესაბამება თბილისის ვალდებულებებს სამხედრო თავშეკავების შესახებ, რომელიც მან საკუთარ თავზე 2008 წლის აგვისტოს შეთანხმებებით აიღო“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 6–7 ოქტომბერს გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0