თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას გეგმავს, აღნიშნულია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარეთა შემადგენლობამ საქართველოსთან დაკავშირებული საქმე წინასწარი წარმოების პირველ პალატას გადაუგზავნა პროკურორ ფატუ ბენსუდას შეტყობინების საფუძველზე, რომელიც საქართველოში ვითარების გამოძიების დაწყების განზრახვას შეეხებოდა“, — აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2008 წლის ცხინვალის კონფლიქტის დროს შეიძლება სამხედრო დანაშაულები მოხდა. „არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით პროკურორმა ბენსუდამ დაასკვნა: არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ 2008 წელს საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს მოხდა დანაშაულები, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში ექცევა“, — ნათქვამია განცხადებაში.
თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს მას შემდეგ გაწყვიტა, რაც მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობის საფუძველს 2002 წელს ამოქმედებული რომის სტატუტი წარმოადგენს.
რუსეთმა საერთაშორისო შეთანხმებას ხელი 2000 წელს მოაწერა, თუმცა მისი რატიფიკაცია ჯერ არ მოუხდენია. ამგვარად, რუსეთზე, ისევე, როგორც აშშ–ზე, ჩინეთზე, უკრაინასა თუ რიგ სხვა ქვეყნებზე საერთაშორისო მართლმსაჯულების იურისდიქცია არ ვრცელდება. 2014 წლის აპრილში უკრაინამ უმაღლეს რადას რეკომენდაციით მიმართა, რომ მან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საწესდებო დოკუმენტების დაუყოვნებლივი რატიფიკაცია მოახდინოს, რომელსაც ხელი 2000 წელს მოეწერა.