საქართველო აშშ–სგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის არაღიარებას ელოდება

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკის დასაბუთება არა მარტო საერთაშორისო დონეზე, არამედ ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატებზეც.

თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების საკითხთან დაკავშირებით, აშშ–თან ორმხრივი შეთანხმების მიღწევის იმედს გამოთქვამს.

„ვფიქრობ, რომ აუცილებელია კიდევ უფრო მყარი დასაბუთება ამ პოლიტიკის (არაღიარების) და განხილვა (ოკუპაციის) არა მარტო საერთაშორისო დონეზე, არამედ ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატის დონეზეც, რომ აშშ არასოდეს აღიარებს მსგავს საერთაშორისო ნორმების დარღვევას და რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს აღიარებს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუს–ქვოს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ხუთშაბათს, ვაშინგტონში ვუდრო ვილსოს ცენტრში სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილს მოსკოვთან ურთიერთმომგებიანი ურთიერთობების იმედი აქვს

 „ეს არის ის, რასაც ჩვენ განვიხილავთ კოლეგებთან ერთად სხვადასხვა შეხვედრაზე. აღნიშნული დიდ დახმარებას გაუწევს საქართველოს და უფრო გააძლიერებს საერთაშორისო ღირებულებების დაცვას“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

2008 წლის აგვისტოში  თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა,  რომლებიც  ხელისუფლებაში 2012 წლის 1 ოქტომბრის  საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ,  საგარეო პოლიტიკის  ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან  ურთიერთობების დარეგულირება დაასახელეს, მხოლოდ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის  დარღვევის ხარჯზე.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში ნარჩუნდება, რომლებსაც საქრათველოს პრემიერ–მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მართავენ. შეხვედრის ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს, მასზე ვაჭრობის, სატრანსპორტო მიმოსვლის, კულტურულ–ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხებზე მსჯელობენ.

 


ყველა ახალი ამბავი
0