მარგველაშვილს მოსკოვთან ურთიერთმომგებიანი ურთიერთობების იმედი აქვს

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობები საერთო ინტერესებზე უნდა აიგოს. მანამდე საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს მხარი დაუჭირა, თუმცა, ხელისუფლებამ მომავალში ურთიერთობების პოზიტიური განვითარების იმედი გამოთქვა.

თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოსკოვთან ურთიერთმომგებიანი ურთიერთობების განვითარების იმედი აქვს.

„რუსულ–ქართული ურთიერთობები საერთო ინტერესებზე უნდა აიგოს, ისეთი გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული, რომლებიც კონკრეტულ ადამიანებზე დადებითად აისახება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ხუთშაბათს ვაშინგტონში, ვუდრო ვილსონის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას. 

მარგველაშვილმა აღიარა, რომ თბილისმა რუსეთის მიმართ დასავლეთის რიგ სანქციებს მხარი დაუჭირა, თუმცა, იმედი გამოთქვა, რომ რუსეთთან მომავალში ურთიერთმომგებიანი ურთიერთობები განვითარდება.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილმა აშშ – ში ვიზიტისას რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე ისაუბრა

2008 წლის აგვისტოში  თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა,  რომლებიც  ხელისუფლებაში 2012 წლის 1 ოქტომბრის  საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ,  საგარეო პოლიტიკის  ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან  ურთიერთობების დარეგულირება დაასახელეს, მხოლოდ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის  დარღვევის ხარჯზე.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში ნარჩუნდება, რომლებსაც საქრათველოს პრემიერ–მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მართავენ. შეხვედრის ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს, მასზე ვაჭრობის, სატრანსპორტო მიმოსვლის, კულტურულ–ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხებზე მსჯელობენ.


ყველა ახალი ამბავი
0