მარგველაშვილმა აშშ – ში ვიზიტისას რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე ისაუბრა

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. ის ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ში ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსეთთან დიალოგი „არჩევანის თემა არ არის“, ის სავალდებულოა, თუმცა, ამისთვის დროა საჭირო.

მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. ის ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

„რუსეთთან დიალოგი არჩევანის თემა არ არის, მოგვწონს თუ არა, რუსეთთან დიალოგი აუცილებელია. თუმცა, ასეთი მოლაპარაკებებისთვის დრო უნდა მომწიფდეს. რუსეთის ხელისუფლება და შიდა პოლიტიკური დისკურსი რაიმე ისეთზე უნდა იყოს ორიენტირებული, რაშიც რაიმე საერთოს დავინახავთ“, — განაცხადა მარგველაშვილმა ნიუ-იორკში ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას.

მანამდე თბილისში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, პრეზიდენტის მოსკოვში გამგზავრებასა და თავის კოლეგასთან მოლაპარაკებების დაწყებას მოითხოვდნენ. 

საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა. საქართველოს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოვიდნენ, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს.

 


ყველა ახალი ამბავი
0