თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. თავისუფალი დემოკრატების“ თბილისის ორგანიზაციის ლიდერებმა ზურაბ აბაშიძემ და გიორგი ცაგარეიშვილმა, თბილისის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ერთად აქცია „უპატრონო თბილისი“ გამართეს.
აქციის მონაწილეებმა თბილისის ცენტრალურ მაგისტრალებზე დაუსრულებელი და დროში გაჭიმული სარეაბილიტაციო სამუშაოები გააპროტესტს, რომლიც დედაქალაქის პარალიზებას იწვევს; ასევე უკანონო და ქაოტური მშენებლობები, ქალაქში მწვანე საფარის და სკვერების ინტენსიური გაჩეხვა, აქციაზე მწვავედ დადგა ეკოლოგიის საკითხიც.
ტრანსპარანტებზე, რომელიც აქციის მონაწილეებს ჰქონდათ მომზადებული სხვადასხვა მოწოდებები იყო: „ნუ ამიშენებ სტადიონზე სახლს!!!“, „დამითმე ტროტუარი — ეგ ავტოსადგომი არ არის!!!“, „ნუ მიქმნი საცობს — თბილისი გაიჭედა! დაასრულე დაწყებული პროექტები! დროულად შეაკეთე გადათხრილი ქუჩები!”…
„ქალაქის მერს, ბატონ ნარმანიას, რომელსაც თურმე ჰქონდა ძალიან მაღალი გამოცდილება მენეჯმენტის კუთხით, აღმოჩნდა, რომ აბსოლიტურად არანაირი მსგავსი თვისებები არ გააჩნია არც მას და არც მთლიანად ამ მთავრობას და არც იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს არიან ამ სისტემაში დასაქმებულები. ყოველდღე ვხედავთ, რომ ქალაქის სამსახურის ხელმძღვანელები პანტა- პუნტით მიდიან თანამდებობიდან. შეუძლებელია ასე გაგრძელდეს. არიან არაკვალიფიციურები, თბილისი არა თუ ვითარდება, უკან მიდის ყოველნაირად" — განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
დედაქალაქში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით მკვეთრი განცხადებები გააკეთა გიორგი ცაგარეიშვილმაც — „მე ვთავაზობ თბილისის მოსახლეობას, მოდით სურამის ციხესავით ჩავაყოლოთ ამ ნანგრევებში ბატონი მერი თავის კაბინეტიანად და მივაყოლოთ ზევიდან საკრებულოს სრული შემადგენლობა, როგორც ნაცები ისე ქოცები ერთად’’, — განაცხადა ცაგარეიშვილმა.