ნარმანია: მერიის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი საფუძველსაა მოკლებული

© facebook.com/CityHallofTbilisiდავით ნარმანია
დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის თბილისის მერიაში რამდენიმე ვაკანტური თანამდებობა გაჩნდა. მათ შორის: არქიტექტურის, კეთილმოწყობისა და ასევე საზედამხედველო სამსახურების ხელმძღვანელებისა.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ გამოთავისუფლებულ თანამდებობებზე კვალიფიციური კადრები დაინიშნებიან, ხოლო მერიის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი საფუძველსაა მოკლებული. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, გარდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისა, ქალაქის მერის გადაყენებასაც მოითხოვს, ვინაიდან, მათი აზრით, მერი საქმეს თავს ვერ ართმევს. 

„მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო, რომ შექმნილი აჟიოტაჟი არის სრულიად უსაფუძვლო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ დედაქალაქის მთავრობა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული“, — განაცხადა დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ოთხშაბათს, 7 ოქტომბერს. 

თბილისი - Sputnik საქართველო
„ნაცმოძრაობა“ თბილისის მერის ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს

ოპოზიცია აცხადებს, რომ მერიის თანამშრომლებს აიძულებენ თანამდებობების დატოვებას. ამ დროისათვის თბილისის მერიაში რამდენიმე ვაკანტური თანამდებობა გაჩნდა. მათ შორის: არქიტექტურის, კეთილმოწყობისა და ასევე საზედამხედველო სამსახურების  ხელმძღვანელების. 

„რაც შეეხება ვაკანტურ თანამდებობებს მერიაში, უახლოეს მომავალში ისინი კვალიფიციური კადრებით შეივსება. სამ ვაკანტურ თანამდებობაზე უკვე გამოცხადებულია კონკურსი. ასე რომ, ჩვენ ერთად გავაგრძელებთ იმ მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევას, რომელზეც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და თანმიმდევრულად და ეფექტიანადა განვავითარებთ ჩვენს დედაქალაქს“, — განაცხადა დავით ნარმანიამ.  


ყველა ახალი ამბავი
0