თბილისის მერმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა

© фото: пресс-служба мэрии Тбилиси კახა კალაძე და დავით ნარმანია
კახა კალაძე და დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, აღნიშნა მერმა. მისი თქმით მეტი ენერგია და აქტიურობაა საჭირო, რომ მომავალში მეტი გაკეთდეს.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციას არ შეუძლია ხალხის მიერ არჩეული მერის გადაყენება, განუცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს ოთხშაბათს, 7 ოქტომბერს. 

 ყოფილმა მმართველმა პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის ვადამდელ არჩევნებთან ერთად, თბილისის მერის დავით ნარმანიას გადაყენებაც მოითხოვა, იმ მიზეზით, რომ იგი თავს ვერ ართმევს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. თბილისის მერი ასევე გააკრიტიკეს „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებმა, რომელთაც აქცია მოაწყვეს — „უპატრონო თბილისი“

დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
ნარმანია: მერიის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი საფუძველსაა მოკლებული

 „ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას არ შეუძლია გადააყენოს ხალხის მიერ არჩეული მერი… ეს ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია, რომლის რეალური საფუძველი არ არსებობს. მობრძანდით მერიაში და ნახეთ როგორ მუშაობენ სამსახურები“, — უთხრა ნარმანიამ ჟურნალისტებს. 

 საქართველოს მთავრობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, აღნიშნა მერმა. მისი თქმით მეტი ენერგია და აქტიურობაა საჭირო, რომ მომავალში მეტი გაკეთდეს. 

 „წელს ჩვენ ბევრს მივაღწიეთ, მიუხედავად სტიქიისა და იმ მძიმე დღეებისა რომელიც დედაქალაქს თავს დაატყდა, არც ერთი პროექტი და არც ერთი პროგრამა არ შეჩერებულა“, —განაცხადა ნარმანიამ. 

 დავით ნარმანიამ, რომელსაც მანამდე საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი ეჭირა, თბილისის მერის თანამდებობა 2014 წლის აგვისტოში დაიკავა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ნარმანიამ მეორე ტურში მოიგო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატთან ნიკა მელიასთან.


ყველა ახალი ამბავი
0