წულუკიანი „რუსთავი 2-ის“ თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსაზრებას ეთანხმება

© https://www.facebook.com/MinistryofJusticeofGeorgiaთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც „რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღეს, ტელეკომპანიის ქონება და მფლობელთა წილები დაყადაღებულია, ასევე ნაწილობრივ შეზღუდულია ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეთანხმება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ტელეარხ „რუსთავი 2"-თან დაკავშირებული სასამართლო პროცესი სასამართლო პროცედურების მაღალი სტანდარტებით უნდა ჩატარდეს. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც „რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღეს, ტელეკომპანიის ქონება და მფლობელთა წილები დაყადაღებულია, ასევე ნაწილობრივ შეზღუდულია ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა. „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობა ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკურ შეკვეთად და სიტყვის თავისუფლების დარღვევად აფასებს.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: „რუსთავი 2" საქართველოში დემოკრატიას ავითარებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ ყურადღებით აკვირდებიან „რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ სასამართლო პროცესს და განაცხადეს, რომ პროცესი სიტყვის თავისუფლების გათვალისწინებით უნდა ჩატარდეს. 

„ვეთანხმები სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას იმის თაობაზე, რომ ჩვენ ყველა უნდა ვაკვირდებოდეთ სასამართლო პროცესს, რომელიც უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე“, — განაცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

„რუსთავი 2"–ის ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა 4 აგვისტოს სასამართლოს მიმართა და საავტორო უფლებების დარღვევისთვის 500 ათასი აშშ დოლარი და ასევე ტელეკომპანიის უძრავი ქონების მისთვის გადაცემა მოითხოვა. ხალვაში ასევე მოითხოვდა ტელეკომპანიის მთელი ქონების დაყადაღებას სასამართლოს დასრულებამდე. აღნიშნული მოთხოვნა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა. 

სექტემბერში „რუსთავი 2"–ის ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის ადვოკატებმა თავიანთი მოთხოვნები გაზარდეს და საავტორო უფლებებისათვის დაახლოებით 7,8 მლნ აშშ დოლარი მოითხოვეს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0