აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „რუსთავი 2"- ის საქმეს აკვირდება

© photo: Sputnik / Валерий Мельников / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის საელჩოს თანამშრომელი
აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტონერის თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-ის მთავრობა და საერთაშორისო საზოგადოება მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოში არსებულ თავისუფალ და პლურალისტულ მედია-გარემოს, რომელიც მთელ რეგიონში სამაგალითოდაა ცნობილი.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებით აკვირდება ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ სასამართლო განხილვებს, — განაცხადა დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა (Mark Toner).

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც „რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღეს, ტელეკომპანიის ქონება და მფლობელთა წილები დაყადაღებულია, ასევე ნაწილობრივ შეზღუდულია ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა. გარდა ამისა, დაყადაღებულია  შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ ქონებაც, რომელიც, თავის მხრივ, „რუსთავი 2"-ის 51%-იანი წილის მფლობელია. 

„შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იმ მოვლენების განვითარებას, რომელიც თქვენ ახსენეთ. ჩვენი რჩევაა, რომ ნებისმიერი საქმე, რომელიც მედიას უკავშირდება, იმისგან დამოუკიდებლად თუ სად ხდება ეს — და რაღა თქმა უნდა, საქართველოშიც, უნდა შეესაბამებოდეს სასამართლო პროცედურებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტებს“, — განაცხადა ტონერმა „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის შეკითხვებზე პასუხისას. 

ტონერის თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-ის მთავრობა და საერთაშორისო საზოგადოება მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოში არსებულ თავისუფალ და პლურალისტულ მედია-გარემოს, რომელიც მთელ რეგიონში სამაგალითოდაა ცნობილი.  

„ისეთი ქმედებები, რომლებიც ზღუდავენ მედიის თავისუფლებასა და ზიანს აყენებენ მედიაპლურალიზმს, უკიდურესად აღმაშფოთებელია, განსაკუთრებით კი საპარლამენტო არჩევნების წინ. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამ საკითხს“, — აღნიშნა ტონერმა. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: „რუსთავი 2" საქართველოში დემოკრატიას ავითარებს

„რუსთავი 2"–ის ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა 4 აგვისტოს სასამართლოს მიმართა და საავტორო უფლებების დარღვევისთვის 500 ათასი აშშ დოლარი და ასევე ტელეკომპანიის უძრავი ქონების მისთვის გადაცემა მოითხოვა. ხალვაში ასევე მოითხოვდა ტელეკომპანიის მთელი ქონების დაყადაღებას სასამართლოს დასრულებამდე. აღნიშნული მოთხოვნა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა. 

სექტემბერში „რუსთავი 2"–ის ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის ადვოკატებმა თავიანთი მოთხოვნები გაზარდეს და საავტორო უფლებებისათვის დაახლოებით 7,8 მლნ აშშ დოლარი მოითხოვეს.

„რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობა ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკურ შეკვეთად და სიტყვის თავისუფლების დარღვევად აფასებს.


ყველა ახალი ამბავი
0