თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings დაადასტურა საქართველოს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი ვალდებულებებზე ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში „BB-“ დონეზე სტაბილური პროგნოზით, ნათქვამია Fitch-ის პრეს-რელიზში.
საქართველოს ადგილობრივი და უცხოური არაუზრუნველყოფილი სავალუტო ობლიგაციების რეიტინგი, ასევე დადასტურებულია "BB-" დონეზე.
სააგენტოს აზრით, საქართველოს ეკონომიკის სუსტი ადგილი საგარეო საგადასახადო ბალანსია, ამასთან, პოზიტიურია ის, რომ ქვეყნის ხელისუფლება რეფორმების კურსს აგრძელებს.
წლის დასაწყისიდან ლარის კურსის 19%-ით შემცირებამ, ჯამური საგარეო ვალდებულებების დატვირთვა გაზარდა, რომელმაც წლის ბოლომდე მშპ-ს 72% უნდა შეადგინოს 2014 წლის 53%-ის წინააღმდეგ.
სააგენტოს პროგნოზით, საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი 2015 წელს მშპ-ს 12%-ს შეადგენს, ბიუჯეტის დეფიციტი კი მშპ-ს 3,5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი 2014 წლის 3%-ზე ნაკლებთან შედარებით.