საქართველოს კონკურენტუნარიანობის ინდექსმა 6 საფეხურით აიწია

© http://www.weforum.org/მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინა რეიტინგთან შედარებით, საქართველოს კონკურენტუნარიანობის გლობალური ინდექსის 12 პარამეტრიდან 8 გაუმჯობესდა, ხოლო 4 გაუარესდა.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პოზიცია კონკურენტუნარიანობის გლობალურ ინდექსში 6 საფეხურით გაუმჯობესდა და მან 140 ქვეყანას შორის 72 ადგილიდან 66 ადგილზე გადაინაცვლა. ამის შესახებ მონაცემებს საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი Global competitiveness Index–ის 2015-2015 წლის ანგარიშში აქვეყნებს. 

რეიტინგის მაქსიმალური შეფასება 7 ქულაა. 2013-2014 წლის მონაცემებით, საქართველოს პოზიცია 4,2 ქულით ფასდებოდა. 

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი სამ ძირითად ბლოკს მოიცავს (საბაზისო მონაცემები, ეფექტურობის მაჩვენებელი და ინოვაციური განვითარება) იმ 12 მაჩვენებლიდან, რომლითაც ფასდება ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, სანიტარული პირობები, საბაზისო განათლება, ქვეყნის შრომითი ბაზრის მდგომარეობა და ა.შ. საბოლოო ჯამში, ქვეყნის კონკურენტუნარიანობის შეფასება ასზე მეტი პარამეტრის მიხედვით ხდება. 

საქართველოს წინსვლა აღნიშნულ რეიტინგში განპირობებული იყო შემდეგი ფაქტორების გაუმჯობესებით: 

ბიზნესმონაცემები – 7 საფეხურით (50-ე ადგილი); 

მაკროეკონომიკური გარემო – 10 საფეხურით (51-ე ადგილი); 

ეფექტურობის მაჩვენებელი – 9 საფეხურით (77-ე ადგილი); 

ფინანსური ბაზრის განვითარება – 7 პოზიციით (72-ე ადგილი); 

უმაღლესი და პროფესიული განათლება – 5 პოზიციით (87-ე ადგილი); 

ბაზრის ეფექტურობა – 19 პოზიციით (48-ე ადგილი). 

რაც შეეხება ტექნოლოგიურ მიღწევებს, ის 4 პოზიციით გაუარესდა  და ამ მხრივ სა ქართველო 72-ე ადგილზეა.

მთლიანობაში წინა რეიტინგთან შედარებით, 12 პარამეტრიდან 8 პარამეტრი გაუმჯობესდა და 4 გაუარესდა. 

აზერბაიჯანს რეიტინგში მე-40 ადგილი უჭირავს, რუსეთს – 45-ე, უკრაინას – 79-ე, სომხეთს – 82, თურქეთს – 51-ე. 

რეიტინგის ლიდერთა პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: შვეიცარია, სინგაპური, აშშ, გერმანია,ნიდერლანდები,იაპონია, ჰონკონგი. 

რეიტინგის ბოლო ადგილებზე არიან: გვინეა, ჩადი და მავრიტანია.


ყველა ახალი ამბავი
0