რუსეთის თავდაცვის უწყება კოალიციის წევრებს სადაზვერვო მონაცემების გაცვლას სთავაზობს

© RIA Novosti . Владимир Астапковичავიაშოუ
ავიაშოუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუკი ჩვენს კოლეგებს კოალიციიდან აქვთ კონკრეტული მონაცემები, კონკრეტული პარამეტრები, სამიზნეები იმისა, თუ სად იმყოფებიან „ისლამური სახელმწიფოს“ ბანდები, ჩვენ სიამოვნებით ავიღებთ ამ მონაცემებს და გავითვალისწინებთ მუშაობის მსვლელობისას“, - თქვა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ, სირიაში კოალიციის მონაწილე ქვეყნების სამხედრო უწყებებს აშშ-ს ხელმძღვანელობით, შესთავაზა, სადაზვერვო მონაცემების გაცვლა სამიზნეებზე, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობასთან. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამშაბათს, რიგი ქვეყნების სამხედრო ატაშეებთან შეხვედრის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანატოლი ანტონოვმა აცნობა. 

 „კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ტელეარხების შესაძლებლობების გამოყენებით: თუკი ჩვენს კოლეგებს კოალიციიდან (ანტი „ისლამური სახემლწიფოს“-რედ.) აქვთ კონკრეტული მონაცემები, კონკრეტული პარამეტრები, სამიზნეები იმისა, თუ სად იმყოფებიან „ისლამური სახელმწიფოს“ ბანდები, ჩვენ სიამოვნებით ავიღებთ ამ მონაცემებს და გავითვალისწინებთ მუშაობის მსვლელობისას“, — თქვა მან. 

ავიაშოუ - Sputnik საქართველო
რუსეთის ავიაციამ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე იერიში მიიტანა

 „ჩვენი თავდაცვის მინისტრის სწორედ ეს გზავნილი გადავეცი დღეს სამი ქვეყნის სამხედრო ატაშეს, რომელთაც მე და ჩემი კოლეგები რუსეთის გენშტაბიდან დღეს შევხვდით“, — თქვა მინისტრის მოადგილემ. 

„კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ: გვეყოფა ერთმანეთთან ურთიერთობა მხოლოდ მედიის საშუალებით. ჩამოდით ჩვენთან, ჩამოდით გენშტაბში. მოდით ერთად დავსხდეთ და ერთად გადავწყვიტოთ ამოცანები, რომელიც ყველა ჩვენგანის წინაშე დგას“, — მიმართა მინისტრის მოადგილემ კოალიციის მონაწილეთ. 


ყველა ახალი ამბავი
0