რუსეთის ავიაციამ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე იერიში მიიტანა

© RIA Novosti . Владимир Астапковичავიაშოუ
ავიაშოუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ფედერაციის გენშტაბის შეფასებით, ისლამური სახელმწიფოს ობიექტებზე ავიაციის დარტყმების შედეგად, მოხდა ამ ტერორისტული ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის და მართვის სისტემის დარღვევა. ასევე მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ტერაქტების მოსამზადებელ ინფრასტრუქტურას.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. რუსულმა თვითმფრინავებმა 20 გაფრენა განახორციელეს და სირიაში განლაგებულ „ისლამური სახელმწიფოს“ 10 ობიექტზე ავიადარტყმები მიიტანეს, რომლის შედეგად ზარალი მიადგა ტერორისტთა ინფრასტრუქტურას, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

 „გასული დღე-ღამის განმავლობაში 20 გაფრენა განხორციელდა თვითმფრინავებით Су-34, Су-24м и Су-25. დარტყმები განხორციელდა „ისლამური სახელმწიფოს“ ბანდფორმირებების 10 ობიექტზე, — ნათქვამია შეტყობინებაში. 

ისლამური სახელმწიფოს ბოევიკთა ავტოკოლონა - Sputnik საქართველო
რუსეთის ავიაციამ სირიაში ისის–ის შტაბი და საბრძოლო მასალების საწყობი გაანადგურა

 რუსეთის ფედერაციის გენშტაბის შეფასებით, ისლამური სახელმწიფოს ობიექტებზე ავიაციის დარტყმების შედეგად, მოხდა ამ ტერორისტული ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის და მართვის სისტემის დარღვევა. ასევე მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ტერაქტების მოსამზადებელ ინფრასტრუქტურას. 

 რუსეთმა ოთხშაბათიდან დაიწყო სირიაში  „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე წერტილოვანი ავიადარტყმების განხორციელება. სამიზნეები რუსეთისა და სირიის სადაზვერვო, მათ შორის საჰაერო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ირჩევა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0