თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა გასულ ღამეს სირიის რაიონ იდლიბში „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტთა შტაბი და საბრძოლო მასალების საწყობი გაანადგურა, იუწყება ხუთშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერაციის საბჭოს რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამოყენებაზე უფლების დაშვების მოთხოვნით მიმართა. სენატმა მხარი დაუჭირა ამ წინადადებას.
„იდლიბის რაიონში განადგურებულია ტერორისტული ფორმირების შტაბი, საბრძოლო მასალების საწყობი და ასევე ჰამას რაიონში მდებარე, ბოევიკთა სამდონიანი გამაგრების მქონე სამეთაურო პუნქტი“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სპუტნიკი–ბელორუსი ციტირებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ–მაიორ იგორ კონაშენკოვის ინფორმაციით, სირიაში გაგზავნილ რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების საავიაციო დაჯგუფებაში 50–ზე მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენი შედის, რომელსაც „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე იერიშები მიაქვს.