ირაკლი სესიაშვილი: სააკაშვილის პარტიას საპარლამენტო არჩევნებზე შანსი არა აქვს

© photo: Sputnikსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლების განცხადებით, ისინი ყველა ოპოზიციურ ძალასთან კონსულტაციების დაწყებას აპირებენ, რასაც მასშტაბური მანიფესტაციები მოჰყვება.

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. ყოფილ მმართველ პარტიას – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – საპარლამენტო არჩევნების მოგების შანსი არა აქვს, განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლების განცხადებით, ისინი ყველა ოპოზიციურ ძალასთან კონსულტაციების დაწყებას აპირებენ, რასაც მასშტაბური მანიფესტაციები მოჰყვება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - Sputnik საქართველო
„ნაცმოძრაობა“ მასშტაბურ საპროტესტო აქციებს გეგმავს

„ძალიან კარგად ესმით „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს სჭირდება შესაბამისი კონსტიტუციური საფუძვლები, რაც ახლა არ არსებობს. ასევე მათ ძალიან კარგად იციან, რომ ვადამდელი თუ ვადიანი არჩევნების შემთხვევაში, მათ არანაირი შანსი არ აქვთ. უბრალოდ, აქ არის ძალიან მარტივი პროვოკაციული ფონი, რომელსაც ისინი გეგმავენ და იყენებენ“, – განაცხადა სესიაშვილმა სამშაბათს, 6 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

გუშინ, 5 ოქტომბერს საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის სახლთან, „ნაცმოძრაობის“ მომხრეებმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის ჩატარების მიზეზი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის მხარდამჭერი აქციის სამ მონაწილეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მათ ბრალად ედებათ პარასკევს, 2 ოქტომბერს,პარლამენტის შენობასთან „უმრავლესობის“ წევრის დავით ლორთქიფანიძისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის შემოდგომაზე ჩატარდება. ბოლო არჩევნების შედეგად,  რომელიც 2012 წელს გაიმართა, ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნება“ მოვიდა, რომელმაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შეცვალა.


ყველა ახალი ამბავი
0