„ნაცმოძრაობა“ მასშტაბურ საპროტესტო აქციებს გეგმავს

© photo: Sputnik"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთადერთი გზა იმისათვის, რომ ქვეყანამ ნაკლები ზარალი ნახოს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა, განაცხადა უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა გიგა ბოკერიამ.

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ორშაბათს,  5 ოქტომბერს საპროტესტო აქცია გამართეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. 

აქციის ჩატარების მიზეზი 5 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა, რომლის თანახმადაც, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ „რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქციის იმ მონაწილეებს, რომლებმაც დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

რუსთავი 2–ის შენობა - Sputnik საქართველო
ოპოზიცია: საქართველოს ხელისუფლება თავისუფალ მედიას ატერორებს

„ქვეყანა არის შესული სრულმასშტაბიან კრიზისში და ამ კრიზისიდან გამოსავალს და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას ივანიშვილი ხედავს თავისუფალი სიტყვის ჩახშობაში. ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს ნაკლები ზიანი, არის ვადამდელი არჩევნების ჩატარება“, — განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების ჩატარებას გეგმავს. 

„ჩვენ ვიწყებთ ფართომასშტაბიან კონსულტაციებს ყველა რეალურ ოპოზიციურ ძალასთან, საზოგადოებასთან, რასაც მასშტაბური მანიფესტაციები მოჰყვება“, — განაცხადა ოპოზიციონერმა. 


ყველა ახალი ამბავი
0