თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ვებ გვერდზე change.org გამოჩნდა პეტიცია, რომელიც მოუწოდებს რაგბის ექვსი ერის თასის ჩემპიონატის ხელმძღვანელს ბრეტ გოსპერს ჩართოს საქართველოს რაგბის ნაკრები ტურნირის მონაწილეთა შემადგენლობაში.
ექვსი ერის თასი რაგბიში — ყოველწლიური საერთაშორისო შეჯიბრია, რომელიც ევროპის ექვს უძლიერეს გუნდს შორის ტარდება: ინგლისი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია და საფრანგეთი.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ნაკრები მეორე ეშელონის უძლიერესი ევროპული გუნდია, რომელმაც შეძლო დაემარცხებინა ტონგას ნაკრები ინგლისში მიმდინარე მსოფლიო თასის ტურნირზე.
აღნიშნულია ასევე, რომ ბოლო ათწლეულების მანძილზე, საქართველოს ნაკრებმა დიდ პროგრესს მიაღწია, ხოლო მისი მოთამაშეები მსოფლიოს საუკეთესო კლუბებში თამაშობენ. და რომ შემდგომი სრულყოფისათვის, ნაკრებს სჭირდება უძლიერეს ევროპულ გუნდებთან რეგულარული თამაში.
ამ დროისათვის პეტიციაზე თავისი ხელმოწერა 13ათასმა კაცმა დაადასტურა.
მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებთან, ახალი ზელანდიის ნაკრებთან გამართული მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა IRB-ს ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართა, რომ საქართველოს რაგბისტთა ნაკრები ექვსი ერის თასის ტურნირში ჩაერთოთ. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ჩემპიონებთან დამარცხებისა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქართული გუნდის კაპიტანი მამუკა გორგოძე დასახელდა.