მილტონ ჰეიგი თავისი "ბორჯღალოსნებით" ამაყობს

© facebook.com/OfficialGeorgiaRugbyრაგბი, საქართველოს ნაკრები
რაგბი, საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რაგბის მსოფლიო თასი 2015-ის ფინალურ შეხვედრას, საქართველოს ნაკრები 7 ოქტომბერს ნამიბიის წინააღმდეგ გამართავს.

თბილისი. 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი ახალ ზელანდიელებთან გამართული მატჩის შემდეგ, თავისი გუნდით — „ბორჯღალოსნებით“ ამაყობს, ამის შესახებ Rugbyworldcup წერს.

 „ვამაყობ ბიჭებით. ისინი ღირესულად იცავდნენ თავისი ქვეყნის ფერებს. ჩვენ გვინდოდა მთელი მსოფლიოსთვის გვენახებინა, როგორია ქართული რაგბი და ჩვენ ეს შევძელით. ნებისმიერი მოწინააღმდეგისათვის ახალ ზელანდიასთან თამაში ძალიან მძიმე და რთულია. მაგრამ ვთვლი, რომ საქართველომ ღირსეულად ითამაშა. ჩვენ ვაჩვენეთ როგორ შეგვიძლია რაგბის თამაში“, თქვა ჰეიგმა.

 ერთი დღით ადრე, ახალი ზელანდიის ნაკრებმა ქართველი „ბორჯღალოსნები“ 43:10 დაამარცხა მსოფლიო თასისათვის ბრძოლაში. მიუხედავად წაგებისა, ქართველებმა მოახერხეს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონებისათვის თავისი თამაში მოეხვიათ თავს.

რაგბი, მსოფლიო თასი, საქართველო-ახალი ზელანდია - Sputnik საქართველო
საქართველოს რაგბის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონებთან მატჩი წააგო

 „ბორჯღალოსანთა“  მწვრთნელმა ასევე ღიად განაცხადა, რომ მისი გუნდი ექვსი ერის თასის ჩემპიონატში უნდა იყოს ჩართული.

 "მე სახალხოდ ვლაპარაკობ ამ თემაზე, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისათვის. თუ ჩვენ გვინდა, რომ კონკურენტუნარიანნი გავხდეთ, ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ მონაწილეობა ექვსი ერის თასში. შეხედეთ, რამხელა პროგრესს მიაღწია არგენტინამ „რეგბის ჩემპიონატში“ ჩართვის შემდეგ. ვფიქრობ, რომ მათ უფრო მეტის მიღწევა შეუძლიათ“, განაცხადა მწვრთნელმა. 

 „რა თქმა უნდა ჩვენ გვესმის, რომ ეს არ იქნება ადვილი გადაწყვეტილება ექვსი ერის თასის ორგანიზატორთათვის, მაგრამ გლობალურ მასშტაბში ეს მნიშვნელოვანია რაგბის განვითარებისათვის. ეს კარს გახსნის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის. მე ვთვლი რომ მათ უნდა განიხილონ საქართველოს ამ ტურნირში ჩართვის საკითხი“, — განაცხადა ახალზელანდიელმა სპეციალისტმა. 

მამუკა გორგოძე - Sputnik საქართველო
მამუკა გორგოძე - საქართველო-ახალი ზელანდიის მატჩის საუკეთესო მოთამაშეა

 რაგბის მსოფლიო თასი 2015-ის ფინალურ შეხვედრას, საქართველოს ნაკრები 7 ოქტომბერს ნამიბიის წინააღმდეგ გამართავს.


ყველა ახალი ამბავი
0