თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ახალი ზელანდიის რაგბის ნაკრებმა მსოფლიო თასის მატჩში ქართულ გუნდს 43:10 მოუგო, იტყობინება Rugger.
თამაშის პირველივე წუთზე ვაისაკე ნახოლომ მარტომ გაიარა ბორჯღალოსანთა მთელი დაცვა და მცდელობით გახსნა ანგარიში 5:0. შემდეგ იყო კარტერის რეალიზაცია 7:0 და ცოტა ხანში ქართველთა ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო. ზელანდიელებმა თავის მოედანზე დაკარგეს ბურთი, რითაც ისარგებლა ბექა წიკლაურმა და ახალზელანდიელთა დაცვას თავი დააღწია. ანგარიში 7:5, ზუსტი კონვერტაციით კი 7:7 გახდა.
მაგრამ შემდგომში პლანეტის უძლიერეს რაგბისტებს, მსგავსი შეცდომა არ დაუშვიათ. თამაშის დარჩენილ დროში ახალი ზელანდია დამაჯერებლად ფლობდა ბურთს და შეხვედრის განმავლობაში კიდევ 6 მცდელობის და სამი რეალიზაციის ორგანიზება მოახარხეს. ხეტ-ტრიკი ჯულიან სავეას აქტივშია. ბორჯღალოსნებმა მხოლოდ ერთხელ მოახერხეს ლაშა მალაღურაძის ზუსტი გასროლით ეპასუხათ.
შედეგად, 43:10 — ახალ ზელანდიელთა დამაჯერებელი გამარჯვება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქართულმა გუნდმა ღირსეული მეტოქეობა გაუწია ძლიერ მოწინააღმდეგეს. უფრო მეტიც, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონებმა, ისევე როგორც არგენტინასთან თამაშისას, მრავალჯერ დაკარგეს ბურთი.
ახალი ზელანდია (22) 43:10 (10) საქართველო
მცდელობა: ნახოლო (1), სავეა (7, 16, 73), კოლუს (21), რიდი (51), ფეკიტოა (76) — წიკლაური (4);
რეალიზაცია:კარტერი (2, 52, 74, 77) — მალაღურაძე (5);
საჯარიმო: არა — მალაღურაძე (11).
მანამდე "С" ჯგუფში ხუთი მატჩი გათამაშდა. ახალმა ზელანდიამ არგენტინას (26:16) და ნამიბიას (58:14) მოუგო. საქართველოს ნაკრებმა ტონგას 17:10 მოუგო და არგენტინასთან 9:54 წააგო. ტონგა-ნამიბიას თამაში 35:21 დასრულდა.