თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ქართული ეროვნული გუნდის მწვრთნელთა შტაბმა ახალზელანდიელთა წინააღმდეგ მსოფლიო თასის მესამე ტურის მატჩზე საბოლოო განაცხადი შეიტანა, აღნიშნულია რაგბის მსოფლიო თასის ოფიციალურ ვებგვერდზე.
შეხვედრა 2 ოქტომბერს, კარდიფში, „მილენიუმის“ სტადიონზე ჩატარდება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
არგენტინასთან დამარცხების შემდეგ მილტონ ჰეიგმა სასტარტო შემადგენლობაში ათი ცვლილება განახორციელა. ადგილები შეინარჩუნეს მამუკა გორგოძემ, ლაშა მალაღურიძემ, თამაზ მჭედლიძემ, გიორგი აფციაურმა და დავით კაჭარავამ.
საქართველო: 1. კარლენ ასიეშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. გიორგი ჩხაიძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე (კაპიტანი), 8. ლაშა ლომიძე, 9. გიორგი ბეგაძე, 10. ლაშა მალაღურიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 12. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 14. გიორგი აფციაური, 15. ბექა წიკლაური.
სათადარიგო შემადგენლობა: 16. სიმონ მაისურაძე, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. ანტონ ფეიქრიშვილი, 19. კონსტანტინე მიქაუტაძე, 20. ვიქტორ კოლელიშვილი, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. მერაბ შარიქაძე, 23. მურაზ გიორგაძე.
ახალი ზელანდიის მწვრთნელთა შტაბმა ასევე გამოაცხადა საქართველოსთან მატჩზე ნაკრების შემადგენლობა. ტურნირზე პირველად ითამაშებს ვაისაკე ნაჰოლო. 24 წლის მცველი ნეე მილნერ–სკადერს შეცვლის.
ახალი ზელანდია: 1. უაიატ კროკეტი, 2. დენ კოულსი, 3. ჩარლი ფაუმუინა, 4. ბროდი რეტალიკი, 5. სემ უაიტლოკი, 6. ჟერომ კაინო, 7. რიჩი მაკკოუ (კაპიტანი), 8. კირან რიდი, 9. აარონ სმიტი, 10. დენ კარტერი, 11. ჯულიან სავეა, 12. სონი ბილ უილიამსი, 13. კონრად სმიტი, 14. ვაისაკე ნაჰოლო, 15.ბენ სმიტი.
სათადარიგო შემადგენლობა: 16. კევინ მეალამუ, 17. ტონი ვუდკოკი, 18. ოუენ ფრენკსი, 19. ვიქტორ ვიტო, 20. სემ კეინი, 21. ტაუერ კერ–ბარლოუ, 22. ტი–ჯეი პერენარა, 23. მალაკაი ფეკიტოა.
„С“ ჯგუფში ხუთი მატჩი ჩატარდა. ახალმა ზელანდიამ, როგორც მოსალოდნელი იყო, გაიმარჯვა არგენტინისა და ნამიბიის ნაკრებებზე, საქართველოს ნაკრებმა ტონგას მოუგო, ხოლო არგენტინასთან – დამარცხდა. ტონგა–ნამიბიას მატჩი ტონგას გამარჯვებით დასრულდა.