ფინანსური უწყება: 2016 წელს პენსიები არ გაიზრდება

გამოწერა
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, იგი გათვლილია ეკონომიკის 3% -იან ზრდაზე. 2015 წლის ბიუჯეტი 5%-იან ზრდაზე იყო გათვლილი, მაგრამ ივლისში 2%-მდე შემცირდა.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პენსიების მატება გათვალისწინებული არ არის, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ. 2014 წლის ბოლოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ 2015-16 წლებში პენსიები ეტაპობრივად მოიმატებდა. 2015 წლის სექტემბერში პენსია 10 ლარით გაიზარდა და 160 ლარი გახდა. მას საქართველოში 700 ათასი ადამიანი იღებს.

 თუ გახსოვთ შარშან ოქტომბერ-ნოემბერში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საქართველოში მაღალი იყო და რეგიონშიც სიტუაცია არც ისე რთული იყო როგორც ეხლა და ჩვენ არ ვთვლით, რომ სოციალური ხარჯები უნდა გაიზარდოს, რადგან ქვეყნის ეკონომიკას ასეთი შესაძლებლობები არ აქვს.  პენსიები მაშინ უნდა გაიზარდოს, როცა ეკონომიკა იზრდება“ — განაცხადა კაკაურიძემ. 

Работа супермаркета Перекресток - Sputnik საქართველო
საქართველოში 1 სექტემბრიდან პენსია 4,3 დოლარით გაიზარდა

 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, იგი გათვლილია ეკონომიკის 3% —იან ზრდაზე.  2015 წლის ბიუჯეტი 5%-იან ზრდაზე იყო გათვლილი, მაგრამ ივლისში 2%-მდე შემცირდა. 

 ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლის შემცირება, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, რეგიონსა და მსოფლიოში ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციითაა გამოწვეული. 

 

ყველა ახალი ამბავი
0