საქართველოში 1 სექტემბრიდან პენსია 4,3 დოლარით გაიზარდა

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიРабота супермаркета "Перекресток"
Работа супермаркета Перекресток - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო წელიწადნახევარში პენსიონერთა რაოდენობა 17 ათასით გაიზარდა და დღეისათვის 703 ათასზე მეტ ადამიანს შეადგენს.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ასაკით პენსიონერ მოქალაქეებს 2015 წლის 1 სექტემბრიდან პენსია 10 ლარით (დაახლოებით 4,3. აშშ დოლარი) გაეზრდებათ და 160 ლარს (დაახლოებით 70 აშშ დოლარი) შეადგენს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ. 

2013 წლის სექტემბრიდან ასაკით პენსიონერი მოქალაქეები — ქალები 60 წლიდან, ხოლო მამაკაცები 65 წლიდან — პენსიებს საარსებო მინიმუმის დონეზე, 150 ლარის (დაახლოებით 65,2 აშშ დოლარი) ოდენობით იღებენ. 

„15 სექტემბრიდან ყველა პენსიონერი გაზრდილ პენსიას მიიღებს. ამისათვის აუცილებელია წელიწადში დამატებით 30 მილიონი ლარის გამოყოფა, რაც უკვე გათვალისწინებულია ბიუჯეტში“, — განაცხადა სოფრომაძემ.

ბოლო წელიწადნახევარში პენსიონერთა რაოდენობა 17 ათასით გაიზარდა და დღეისათვის 703 ათასზე მეტ ადამიანს შეადგენს.

„პენსიონერთა სიცოცხლის ხანგრძლივობა ერთ–ერთი ყველაზე უკეთესი სამედიცინო დაზღვევის პაკეტის შედეგად გაიზარდა, რომელიც საპენსიო ასაკის მოქალაქეებისათვის არის განკუთვნილი“, — ასკვნის სოფრომაძე. 

საქართველოს მთავრობა საპენსიო რეფორმას გეგმავს. რეფორმა ითვალისწინებს კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნას, რაც პენსიონერებს ხანგრძლივად უზრუნველყოფს მაღალი პენსიით. რეფორმის კონცეფცია მსოფლიო ბანკის ექსპერტების მონაწილეობით შემუშავდა. 


ყველა ახალი ამბავი
0