პარლამენტართან ჩხუბის მონაწილეებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

© photo: Sputnik / Sergey Venyavsky / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულების ადვოკატი გიორგი ონიანი კატეგორიულად არ ეთანხმება ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ტელეარხ „რუსთავი 2" – ის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს, რომლებიც დეპუტატ დავით ლორთქიფანიძესთან ჩხუბის გამო დააკავეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. 

ხულიგნობის მუხლით დაკავებულები არიან: ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია. მათ 2 ოქტომბერს, პარლამენტის შენობის წინ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს. 

ენმ-ს მომხრეთა მიტინგი - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2-ის" გამო დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა

დაკავებულების ადვოკატი გიორგი ონიანი კატეგორიულად არ ეთანხმება ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებას. 

„მოსამართლეს არავითარი საფუძველი არ ჰქონდა სამივე პირის დასაკავებლად“, — განუცხადა მან ჟურნალისტებს. 


ყველა ახალი ამბავი
0