„რუსთავი 2-ის" გამო დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა

© photo: Sputnikენმ-ს მომხრეთა მიტინგი
ენმ-ს მომხრეთა მიტინგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაპირისპირება ლორთქიფანიძესა და აქციის მონაწილეებს შორის პარლამენტის შესასვლელთან დაიწყო, როცა დეპუტატის მისამართით შეურაცხმყოფელი რეპლიკები გაისმა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დეპუტატს რუპორი ესროლა, მეორემ კი მას პიჯაკი შემოახია.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. “რუსთავი 2-ის" მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა, რომლების აქციას ქუთაისში, პარლამენტის წინ მართავდნენ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს დავით ლორთქიფანიძეს, ამის შესახებ ქართული მედია იტყობინება. 

საპროტესტო აქცია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონას“ წარმომადგენლებმა გამართეს. 

დაპირისპირება ლორთქიფანიძესა და აქციის მონაწილეებს შორის პარლამენტის შესასვლელთან დაიწყო, როცა დეპუტატის მისამართით შეურაცხმყოფელი რეპლიკები გაისმა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დეპუტატს რუპორი ესროლა, მეორემ კი მას პიჯაკი შემოახია. სიტუაციის დამშვიდება მხოლოდ პოლიციის ჩარევის შედეგად გახდა შესაძლებელი. 

თუმცა ამით ჩხუბი არ დასრულებულა. ცოტა ხნის შემდეგ დაპირისპირება პარლამენტის დარბაზში გაგრძელდა. აქაც მთავარ გმირად ლორთქიფანიძე იქცა. ამჯერად მანდატურებს მისი გაშველება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ აკაკი მინაშვილთან მოუხდათ. 

მდგომარეობის დაძაბვამ პარლამენტის მუშაობაზე იმოქმედა. შედეგად პლენარული სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო არ გაიმართა. მეოთხე მცდელობის შემდეგ მხოლოდ 69 დეპუტატის შეგროვება მოხერხდა, ნაცვლად აუცილებელი 79-ისა. პლენარული სხდომა მომავალი კვირისათვის გადაიდო. 


ყველა ახალი ამბავი
0